ბრენდული ბენზინგასამართების დიდ ნაწილში საწვავის ფასი ისევ
გაიზარდა.
ბოლო 4 დღის განმავლობაში მატება კიდევ 5-დან 15 თეთრამდეა. შედეგად,
9 მარტიდან დღემდე საწვავი 32-დან 90 თეთრამდე გაძვირდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო,
ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები შეფერხდა. ეს მაშინ, როდესაც
მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, სწორედ, ჰორმუზის
სრუტით ხორციელდებოდა. აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის
დაწყების
შემდეგ კი, სრუტეში გადაადგილება თითქმის შეჩერდა, რაც გავლენას
ახდენდა „შავი ოქროს“ გლობალურ ფასებზე.
თუმცა, მას შემდეგ, რაც რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა
ირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ
გამოაცხადა, ნავთობის ფასი ბარელზე რეკორდულად დაეცა.
უფრო კონკრეტულად, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბრენტის ტიპის
ნავთობის „ფიუჩერსები“ დაახლოებით 16%-ით დაეცა და ბარელზე ფასი 93
დოლარს შეადგენს. აშშ-ის WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი კი 14%-ით,
დაახლოებით 96 დოლარამდე შემცირდა.
რა ღირს ამ დროისთვის საწვავი საქართველოში, სადაც გლობალურ ბაზარზე
შექმნილი ვითარება, მყისიერად აისახა და 9 მარტიდან 3 აპრილამდე
საწვავის ფასი 32-დან 90 თეთრამდე გაიზარდა.
გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა
ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე და როგორ შეიცვალა ღირებულება, მას
შემდეგ, რაც საწვავმა გაძვირება დაიწყო ქვეყანაში: (შენიშვნა: ფასები
შედარებულია 2026 წლის 7 მარტის მონაცემებთან)
Gulf (ზრდა 46-დან 84 თეთრამდე) (ფასები ბოლო დღეების განმავლობაში არ
შეცვლილა)
- G-Force სუპერი - 3.99 ლარი (3.53 ლარი იყო), გაიზარდა 46
თეთრით;
- G-Force პრემიუმი - 3.59 ლარი ( 3.07 ლარი იყო), ზრდა 52
თეთრი;
- G-Force ევრო რეგულარი - 3.45 ლარი (2.97 ლარი იყო), გაიზარდა 48
თეთრით;
- ევრო რეგულარი - 3.43ლარი (2.92 ლარი იყო), გაიზარდა 51
თეთრით;
- G-Force ევრო დიზელი - 3.97 (3.13 ლარი იყო), გაიზარდა 84
თეთრით;
- ევრო დიზელი - 3.87ლარი ( 3.35ლარი იყო), გაიზარდა 52
თეთრით.
Wissol (ბოლო 4 დღეში ყველა ტიპის ბენზინის ფასი ფაიზარდა 6 თეთრით,
დიზელის 10 თეთრით - ჯამში ზრდა 44-დან 69 თეთრამდე
- ეკო სუპერი - 3.98 ლარი ( 3.54 ლარი იყო), გაიზარდა 44
თეთრით;
- ეკო პრემიუმი - 3.58 ლარი (3.12 ლარი იყო), გაიზარდა 46
თეთრით;
- ეკო დიზელი - 3.92 ლარი (3.23 ლარი იყო), გაიზარდა 69
თეთრით;
- ევრო დიზელი - 3.87 ლარი (3.18 ლარი იყო), გაიზარდა 69
თეთრით;
- ევრო რეგულარი -3.43 ლარი ( 2.97 ლარი იყო), გაიზარდა 46
თეთრით.
Socar (ბოლო 4 დღეში ბენზინის ფასი 5 თეთრით, დიზელის 15 თეთრით კიდევ
გაიზარდა - ჯამში ზრდა 32-დან 82 თეთრამდე)
- ნანო სუპერი - 3.87 ლარი (3.55 ლარი იყო), გაიზარდა 32
თეთრით;
- ნანო პრემიუმი -3.55 ლარი ( 3.11 ლარი იყო), გაიზარდა 44
თეთრით;
- ნანო ევრო რეგულარი - 3.39 ლარი ( 2.95 ლარი იყო), გაიზარდა 44
თეთრით;
- ევრო 5 დიზელი - 3.80 ლარი (2.99 ლარი იყო), გაიზარდა 81
თეთრით;
- ნანო ევრო 5 დიზელი -3.90 (3.08 ლარი იყო), გაიზარდა 82
თეთრით.
Rompetrol (ბოლო 4 დღეში სუპერის ტიპის ბენზინის ფასი გაიზარდა 6
თეთრით, პრემიუმის შემცირდა 10 თეთრით, დიზელის გაიზარდა 10 თეთრით -
ჯამში ზრდა 28-დან 80 თეთრამდე)
- Efix სუპერი - 3.99 ლარი (3.59 ლარი იყო), გაიზარდა 40
თეთრით;
- Efix ევრო პრემიუმი - 3.43 ლარი (3.15 ლარი იყო), გაიზარდა 28
თეთრით;
- ევრო რეგულარი - 3.39 ლარი (3.04 ლარი იყო), გაიზარდა 35
თეთრით;
- Efix ევრო დიზელი - 3.95 ლარი (3.15 ლარი იყო), გაიზარდა 80
თეთრით;
- ევრო დიზელი - 3.90 (3.10 ლარი იყო), გაიზარდა 80 თეთრით.
Portal (ბოლო 4 დღეში სუპერის ფასი გაიზარდა 7 თეთრით, პრემიუმის და
რეგულარის 15 თეთრით, დიზელის 10 თეთრით - ჯამში ზრდა 40-დან 90
თეთრამდე)
- სუპერი -3.44 ლარი ( 2.99 ლარი იყო), გაიზარდა 45 თეთრით;
- პრემიუმი - 3.34 ლარი (2.94 ლარი იყო), გაიზარდა 40 თეთრით;
- ევრო რეგულარი - 3.14 ლარი (2.74 ლარი იყო), გაიზარდა 40
თეთრით;
- ევრო დიზელი - 3.89 ლარი ( 2.99 ლარი იყო), გაიზარდა 90
თეთრით;
- ეფექტური დიზელი - 3.69ლარი ( 2.84 ლარი იყო), გაიზარდა 85
თეთრით.