გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 აპრილამდე საქართველოში
შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება,
ხოლო მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.
„9-10 აპრილის ღამეს ქვეყნის მთიან რაიონებში
მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4 გრადუსამდე.
უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი
ხეხილის დაზიანება გამოიწვიოს.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების
მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო
გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების
ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე
საშუალო)“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.