საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში
მყოფისთვის აუცილებელი დახმარების გაუწევლობისა და შესაბამისი
დაწესებულებისთვის შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი პირი – 1992 წელს
დაბადებული ი.მ. და 1985 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 6 აპრილს თბილისში, გვიან
ღამით, ბრალდებულებთან სტუმრად მივიდა 1995
წელს დაბადებული ზ.ა.
მოგვიანებით ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი
გ.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით თბილისთან ახლოს, ტყის
მასივში დატოვეს და დედაქალაქიდან რეგიონის მიმართულებით
გაემგზავრნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
დანაშაულში მონაწილე პირების ვინაობა დაადგინეს და ორივე მათგანი
ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ
დანაშაულს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან.
ზ.ა.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი
ექსპერტიზები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე
მუხლით.