საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური
პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე, 2006 წელს დაბადებული
ბ.რ. ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის
შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.
პოლიციამ ასევე
ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის
საჭირო მასალები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე
მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 20 წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.