საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების
უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის
ბრალდებით სამი პირი დააკავეს. დაკავებულები არიან: 1991 წელს
დაბადებული ა.ს., 2005 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ო.
და უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული ა.გ. ისინი
სხვადასხვა დროს თბილისში და ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი ბინებისა და
ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე
სხვადასხვა ადგილიდან,
ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალებები, მათ შორის „მეთადონი“, „ალფა-პვპ“ და „გამომშრალი
მარიხუანა“.
პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის
საჭირო მასალები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე
და 260-ე კვარტა მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.