შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის
ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი: 1979 წელს
დაბადებული ჰ.ქ., 1984 წელს დაბადებული ა.ს., 1999 წელს დაბადებული
ა.ტ. და 1976 წელს დაბადებული ა.ე. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ჰ.ქ-მ, ა.ს-მ და ა.ე-მ სასაზღვრო-საკონტროლო
გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ტრაილერში დამალვის გზით უკანონოდ
გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო
საზღვარი, ხოლო ა.ტ-მ
უკანონოდ გადმოკეთა საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი.
ჰ.ქ-ს მიმართ განხორციელდა საიმიგრაციო პროცედურა და ქვეყნიდან
გაძევდა, ხოლო ა.ს-ს, ა.ტ-სა და ა.ე-ს მიმართ გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.