ზოგიერთ ბრენდულ ბენზინგასამართზე დიზელის ფასმა 4 ლარს გადააჭარბა.
შედეგად, 9 მარტიდან დღემდე დიზელის საწვავი მაქსიმუმ 90 თეთრით
გაძვირდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია დიზელის ფასი
სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე და როგორ შეიცვალა
ღირებულება, მას შემდეგ, რაც საწვავმა გაძვირება დაიწყო ქვეყანაში:
(შენიშვნა: ფასები შედარებულია 2026 წლის 7 მარტის მონაცემებთან)
- Gulf - ზრდა მაქსიმუმ 84 თეთრი
G-Force ევრო
დიზელი - 3.97 (3.13 ლარი იყო), გაიზარდა 84 თეთრით;
ევრო დიზელი - 3.87ლარი ( 3.35ლარი იყო), გაიზარდა 52 თეთრით.
ეკო დიზელი - 3.97 ლარი (3.23 ლარი იყო), გაიზარდა 74 თეთრით;
ევრო დიზელი - 3.85 ლარი (3.18 ლარი იყო), გაიზარდა 74 თეთრით;
- Socar - ზრდა მაქსიმუმ 82 თეთრი
ევრო 5 დიზელი - 3.80 ლარი (2.99 ლარი იყო), გაიზარდა 81 თეთრით;
ნანო ევრო 5 დიზელი -3.90 (3.08 ლარი იყო), გაიზარდა 82 თეთრით.
- Rompetrol - ზრდა 90 თეთრი
Efix ევრო დიზელი - 4.05 ლარი (3.15 ლარი იყო), გაიზარდა 90
თეთრით;
ევრო დიზელი - 4.00 ლარი (3.10 ლარი იყო), გაიზარდა 90 თეთრით.
- Portal – ზრდა მაქსიმუმ 90 თეთრი
ევრო დიზელი - 3.89 ლარი ( 2.99 ლარი იყო), გაიზარდა 90 თეთრით;
ეფექტური დიზელი - 3.69 ლარი ( 2.84 ლარი იყო), გაიზარდა 85
თეთრით.
შეგახსენებთ, რომ საწვავზე ფასების ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ახლო
აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით
გადაზიდვები შეფერხდა. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის
მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, სწორედ, ჰორმუზის სრუტით
ხორციელდებოდა. აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ კი,
სრუტეში გადაადგილება თითქმის შეჩერდა, რაც გავლენას ახდენდა „შავი
ოქროს“ გლობალურ ფასებზე.
თუმცა, მას შემდეგ, რაც რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა
ირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ
გამოაცხადა, ნავთობის ფასი ბარელზე რეკორდულად დაეცა.
უფრო კონკრეტულად, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბრენტის ტიპის
ნავთობის „ფიუჩერსები“ დაახლოებით 16%-ით დაეცა და ბარელზე ფასი 93
დოლარს შეადგენს. აშშ-ის WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი კი 14%-ით,
დაახლოებით 96 დოლარამდე შემცირდა. ამ დროისთვის (თბილისის დროით
11:25 საათისთვის) ერთი ბარელი Brent-ის ტიპის საწვავი 97.22 დოლარი
ღირს, WTI-ს ტიპის კი 97.46 დოლარი.