რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა უკრაინასთან
"სააღდგომო ზავი",
რომელმაც უნდა გასტანოს 11 აპრილის დღის 4 საათიდან (მოსკოვის დროით)
- 12 აპრილის ბოლომდე.
კრემლის განცხადების თანახმად, თავდაცვის მინისტრს, ანდრეი ბელოუსოვს
მიეცა მითითება ამ პერიოდში ყველა მიმართულებით შეაჩეროს საომარი
მოქმედებები. "გამომდინარე იმ მოსაზრებიდან, რომ უკრაინის მხარე
რუსეთის ფედერაციის მაგალითს მისდევს" - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი
გამოვიდა აღდგომის
დღესასწაულზე ზავის წინადადებით. 9 აპრილის დილას კრემლის
პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი აცხადებდა, რომ ამ საკითხზე
გადაწყვეტილება ჯერ არ იყო მიღებული.
განახლება: რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების პასუხად უკრაინის
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არიან
„სარკისებური ნაბიჯებისთვის".
პუტინმა "სააღდგომო ზავი" შარშანაც გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის
სამინისტროში მაშინ ამბობდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ძალაში იქნებოდა
"მისი ორმხრივი დაცვის პირობით". ზელენსკი აცხადებდა, რომ თუ რუსეთი
ფრონტზე სრული სიჩუმისთვის იყო მზად, უკრაინა ამას სარკისებურად
უპასუხებდა. შემდგომში მხარეებმა ურთიერთბრალდებები გაცვალეს ცეცხლის
შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ.