შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის
ბრალდებით 4 პირი დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა,
რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის
უკანონო კულტივირება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების
ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის
90 შეკვრად
დაფასოებული „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 33 ძირი მცენარე
„კანაფი“. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულთაგან ორ პირს
საცხოვრებელ სახლებში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბურები, სადაც
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას
ახდენდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში პოლიციამ ასევე ამოიღო
ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო
მასალები. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც
სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.