შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
სამინისტროს სხვა დანაყოფებთან კოორდინაციით,
ბოლო დღეების განმავლობაში გატარებული ღონისძიებების შედეგად,
საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს.
კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნენ
აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელარუსის, ეგვიპტის, თურქეთის, იემენის,
ინდოეთის,
კამერუნის, ინდონეზიის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის,
სომალის, ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა გაძევებულ პირს
საქართველოში შემოსვლაზე ოფიციალური აკრძალვა დაუწესდა.