შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში
ნასამართლევი, 1953 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მეზობელი -
1969 წელს დაბადებული გ.კ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, გ.კ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე,
ცხელ
კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა
ნივთმტკიცებად ამოიღო.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე
მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის
სახით 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.