ოქრო ძვირდება - რა ღირს გრამი საქართველოში
მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 783 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.85%-ით მატებას წარმოადგენს.

რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 77.81 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 3.05%-ით მომატებული მაჩვენებელია.

რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ფასებს, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 421 ლარი ღირს (გასულ კვირას 414 ლარი), 750 სინჯის - 316 ლარი (გასულ კვირას 310 ლარი), ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 246 (გასულ კვირას 242 ლარი) ლარი ღირს.

რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი, 925-სინჯიანის ფასი 7.09 ლარია, ხოლო 800 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.67 ლარი ღირს.


წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები