პლასტმასის ბოთლით სასმელს საცხობებსა და საშაურმეებშიც ვეღარ შეიძენთ
პლასტმასის ბოთლით სასმელების რეალიზაციის აკრძალვა საშაურმეებსა და საცხობებზეც გავრცელდება. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლებისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდების აკრალვა ძალაში რჩება. რესტორნებში, კაფეებსა და სხვა ობიექტებში სასმელების პლასტმასის ბოთლით შეძენას 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ვეღარ შეძლებთ.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ 2026 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება [გარდა ექსპორტის მიზნით], იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

2026 წლის 8 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შედეგად, მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალა და პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება [გარდა ექსპორტის მიზნით], იმპორტი და ბაზარზე განთავსება 2031 წლის 1

თებერვლიდან აიკრძალება.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები