2026 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 1 116 541 ბიზნეს
სუბიექტია რეგისტრირებული,
საიდანაც აქტიურია მხოლოდ 27%. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებიდან
ჩანს. სტატისტიკის მიხედვით, ამათგან მხოლოდ 305 502 კომპანიაა
მოქმედი.
რაც შეეხება საქმიანობის სახეებს, მონაცემების თანახმად,
რაოდენობრივად ყველაზე მეტი უფუნქციო კომპანია საბითუმო და საცალო
ვაჭრობა/ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის დარგშია. აქ ჯამში
221 333 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც 137 111
ათასამდე ბიზნესი
(62%) არ მუშაობს.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, 2026 წლის 1-ლი
აპრილის მდგომარეობით, საქმიანობების მიხედვით აქტიური და უფუნქციო
ბიზნეს სუბიექტების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას:
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 11 931
რეგისტრირებული, აქედან აქტიური 3 790 (68% უფუნქციოა);
- სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2
335 რეგისტრირებული, აქტიური 705 (69.8% უფუნქციო);
- დამამუშავებელი მრეწველობა - 52 631 რეგისტრირებული, 19
094 აქტიური (63.7% უფუნქციო);
- ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის
მიწოდება - 584 რეგისტრირებული , 279 აქტიური (52%
უფუნქციო);
- წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და
დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 1 056 რეგისტრირებული,
282 აქტიური (73% უფუნქციო);
- მშენებლობა - 46 548 რეგისტრირებული, 21 132 აქტიური
(54.6% უფუნქციო);
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და
მოტოციკლების რემონტი - 221 333 რეგისტრირებული, 83 522 აქტიური (62%
უფუნქციო);
- ტრანსპორტი და დასაწყობება - 50 651 რეგისტრირებული, 28
215 აქტიური (44% უფუნქციო);
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების
მიწოდების საქმიანობები - 30 871 რეგისტრირებული, 11 583 აქტიური (62%
უფუნქციო);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 39 895 რეგისტრირებული, 26
285 აქტიური (34% უფუნქციო);
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 5 783
რეგისტრირებული, 1 728 აქტიური (70% უფუნქციო);
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 14 812
რეგისტრირებული, 8 638 აქტიური (41.7% უფუნქციო);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 28
231 რეგისტრირებული, 14 160 აქტიური (49.8% უფუნქციო);
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები -
17 552 რეგისტრირებული, 8 587 აქტიური (51% უფუნქციო);
- სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო
სოციალური დაცვა - 1 574 რეგისტრირებული, 428 აქტიური (72.8%
უფუნქციო);
- განათლება - 12 436 რეგისტრირებული, 7 302 აქტიური (41%
უფუნქციო);
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 7 862
რეგისტრირებული, 3 827 აქტიური (51% უფუნქციო);
- ხელოვნება, გართობა და დასვენება - 8 303 რეგისტრირებული,
3 771 აქტიური (54.6% უფუნქციო);
- ექსტრატერიტორიული ორგანიზაციების და ორგანოების
საქმიანობები - 97 რეგისტრირებული, 12 აქტიური (88%
უფუნქციო);
- საქმიანობა უცნობია - 537 177 რეგისტრირებული, 55 684
აქტიური (90% უფუნქციო).