საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის არასრულწლოვნების
საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნების
გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვაგვარი სექსუალური ქმედების
ბრალდებით 1960 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში
საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა და მათ
მიმართ სექსუალური ხასიათის სხვა ქმედებებს ახორციელებდა. უწყების
ინფორმაციით, აღნიშნულ ქმედებებს სისტემატური ხასიათი ჰქონ
და.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად სამართალდამცველებმა ზ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე
ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე
და 138-ე მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.