შსს-მ ქვემო ქართლსა და ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა 2002 წელს დაბადებული ე.შ. 1970 წელს დაბადებული ო.ო. და 1987 წელს დაბადებული მ.ა. რუსთავსა და ფონიჭალაში სხვადასხვა დროს აიყვანეს.

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული

ადგილებიდან პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო. ამოღებულ ნივთიერებებს შორის არის ალფა-პვპ მეთადონი და გამომშრალი მარიხუანა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს რაც სასჯელის სახედ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები