თბილისში გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაუპატიურების ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ე.დ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 1996 წელს დაბადებულ ვ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა და მისი ნების საწინააღმდეგოდ მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული

ღონისძიებების შედეგად ე.დ. ბრალდებულის სახით აიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს რაც სასჯელის სახით 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები