საბაჟო გამშვებ პუნქტ „ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს
ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ორი შემთხვევა გამოვლინდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის
საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი
ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად 80,42 გრამი საერთო წონის
ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
სამართალდამცველების მიერ ამოღებული არადეკლარირებული საქონლის
საერთო
საბაჟო ღირებულებამ 23 152 ლარი შეადგინა. ორივე კანონდამრღვევი
მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის
შესაბამისად დაჯარიმდა.
გატარებული სანქციების შედეგად მოქალაქეებს ჯარიმის სახით საერთო
ჯამში 23 152 ლარის გადახდა დაეკისრათ.