მსოფლიოს ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ ნიშნულზეა.
თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის
ღირებულებად 4 811 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი
ლითონის ფასზე 0.20%-ით მატებას წარმოადგენს.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 79.73
დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 0.31%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი
საქართველოში?
ოქროს ფასმა
მოიმატა საქართველოშიც. ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის
ოქროს ფასი საქართველოში 430 ლარი ღირს, 750 სინჯის - 322 ლარი, ხოლო
585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 251 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 7.49 ლარი ღირს, ხოლო 800
სინჯის ძვირფასი ლითონი 5.99 ლარი ღირს.