ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით 4 პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე 4 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და სახელოსნოს ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად

ამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები