შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის აჭარისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის
მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთისა და ყაზახეთის
რესპუბლიკების მოქალაქეები — 1964 წელს დაბადებული ო.თ. და 1990 წელს
დაბადებული
ვ.ა. ბათუმში დააკავეს.
დაკავებულები თურქეთისა და ყაზახეთის სამართალდამცავი ორგანოების
მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის საერთაშორისო
დონეზე იძებნებოდნენ.
ამჟამად დაკავებულების მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული
საექსტრადიციო პროცედურები.