თბილისში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.დ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეგობარ ქალს — 1984 წელს დაბადებულ ე.ჩ.-ს — რამდენჯერმე ფიზიკური შეურაცხყოფა

მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები