გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის
რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში
უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიების/კონტროლის მასალებით დადგინდა, რომ მოქალაქემ სოფელ ზედა
დიმში, მდინარე საკრაულაზე, ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ
მოიპოვა სხვადასხვა სახეობის დაახლოებით 1 კილოგრამამდე თევზი.
ელექტროიარაღით თევზჭერა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.
აღნიშნულ ფაქტზე მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის
უწყებას გადაეგზავნა.
დეპარტამენტის განმარტებით, ელექტროიარაღი
საფრთხეს უქმნის როგორც
გარემოს, ისე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მისი
დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა
და გასაღება კანონით დასჯადია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით,
ელექტროიარაღით ან სხვა აკრძალული იარაღით უკანონო თევზჭერა
ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 320-დან 400
საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა უწყების ერთ-ერთი მთავარი
პრიორიტეტია და ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანი პატრულირება
მიმდინარეობს. მოქალაქეებს კი შეუძლიათ სამართალდარღვევის შესახებ
ინფორმაცია მიაწოდონ ცხელ ხაზზე — 153.