პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.

თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუქარის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ვიდეოჩანაწერები და მათი გავრცელების მუქარით მას აიძულებდა სქესობრივი კავშირის დამყარებასა და სექსუალური ხასიათის ქმედებების განხორციელებას.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის

სამართლის კოდექსის 157¹ მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება და გამოყენება) და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება) წარედგინა, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები