ბაღდათში არარეგისტრირებული ყველის საწარმო გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენას განაგრძობს. იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის შედეგად ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს.

შემოწმებისას დადგინდა, რომ ფიზიკური პირი დ.ფ. (მის: ბაღდათი, სოფელი ვარციხე) სავალდებულო აღიარებისა და ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა ყველს. ობიექტზე ასევე გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, რის

საფუძველზეც დაილუქა საეჭვო წარმომავლობის სურსათი.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ სურსათი აღიარების გარეშე და სრულად დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები