ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის 5 ფაქტი აღიკვეთა
საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის 5 მცდელობა აღკვეთეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური პირების, ასევე მათი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები საერთო წონით 579,39 გრამი. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 145 608 ლარი შეადგინა.

ასევე დაფიქსირდა ერთ-ერთი მოქალაქის მიერ არადეკლარირებული

თანხის შემოტანის მცდელობა, რომლის ოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 76 509 ლარი შეადგინა.

სამი სამართალდამრღვევი პირის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ორი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საერთო ჯამში 14 813 ლარით დაჯარიმდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები