მარტში საქართველოში პროდუქციის წარმოება 6.5%-ით გაძვირდა - მიზეზი
2026 წლის მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.5 პროცენტიანი მატება - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.

საქსტატის ცნობითვე, 2026 წლის თებერვალთან შედარებით ფასები 0.1 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.01 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე

პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (1.8 პროცენტი), რამაც 1.43 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა სასმელებზე (4.7 პროცენტი) და კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე (27.1პროცენტი). გარდა ამისა, ფასების 0.8 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 33.0 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 2.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (42.8 პროცენტი);

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.03 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (7.8 პროცენტი) და სასმელებზე (6.2 პროცენტი);

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 2.0პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.22 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 5.5 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.17 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები