2026 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორები (ჯამურად ტურისტული და
ერთდღიანი ვიზიტები) საქართველოში წლიურად,
მცირედით, 0.2%-ით შემცირდა და 1.2 მლნ მოგზაური შეადგინა. ამის
შესახებ „გალთ&თაგარტის” უახლეს კვლევაში ვკითხულობთ.
კვლევის თანახმად, აღნიშნული შემცირება ძირითადად ერთდღიანი ვიზიტების
წლიურად 19.0%-იანმა შემცირებამ განაპირობა, მაშინ როცა ტურისტული
ვიზიტები წლიურად 4.0%-ით გაიზარდა (85.2% წილი მთლიან
ვიზიტებში).
უფრო კონკრეტულად კი, I კვარტალში ვიზიტორები მნიშვნელოვნად
შემდეგი
ქვეყნებიდან შემცირდა:
- ისრაელიდან (-17.5% წ/წ),
- ირანიდან (-48.8% წ/წ),
- სომხეთიდან (-11.2% წ/წ),
- ინდოეთიდან (-29.5% წ/წ)
- აზერბაიჯანიდან (-8.1% წ/წ).
კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ ეს შემცირება უმეტესწილად დააბალანსა
ვიზიტორების ზრდამ ევროკავშირიდან (+30.2% წ/წ), თურქეთიდან (+5.8%
წ/წ), რუსეთიდან (+5.2% წ/წ), ჩინეთიდან (+48.6% წ/წ), უკრაინიდან
(+24.5% წ/წ) და საუდის არაბეთიდან (+36.6% წ/წ).