შსს-მ ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე გააძევა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულ იქნა თურქეთის, ინდოეთის,

პაკისტანის, კენიის, ფილიპინების, ერაყის, ნიგერიის, უგანდის, ბანგლადეშის, განას, იორდანიის, კუბის, რუსეთის, სუდანის, ტაჯიკეთის, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების ჯამში 56 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები