შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977
წელს დაბადებული ზ.ფ. დააკავეს. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა ედება.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით
დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3
ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 20 წლამდე
ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.