შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 22 წლის პირი დააკავეს
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად 100 გრამამდე ნარკოტიკული

საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.







Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები