შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ძარცვის სერიის ფაქტზე, 2009 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი
ნ.ს. დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული თანამზრახველთან ერთად წინასწარი
შეთანხმებით შედიოდა თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში,
საიდანაც ძალის გამოყენებით ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, საგამოძიებო
მოქმედებების ფარგლებში, ნივთმტკიცებად ამოიღეს სამეთვალყურეო
კამერების ჩანაწერები.
პოლიციამ ნ.ს. ბრალდებულის სახით
უკვე დააკავა, ხოლო დანაშაულში
მონაწილე მეორე პირის ვინობის დადგენისა და დაკავების მიზნით აქტიური
სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.