აბაშაში, გორში, წყალტუბოსა და გარდაბანში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, კანონდარღვევის ფაქტები სამეგრელოში, შიდა ქართლში, იმერეთსა და ქვემო ქართლში დაფიქსირდა. სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აბაშის რაიონის სოფელ პირველ მაისში ფიზიკური პირი ნ. ს. საქმიანობას სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ეწეოდა.

არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა გორშიც, კერძოდ სოფელ კარალეთში, სადაც ინდივიდუალური მეწარმეები

ე. ბ. და ა. მ. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდნენ. აღნიშნულ ობიექტებზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც დაილუქა ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით დაკლული ფრინველის ხორცი.

მსგავსი ფაქტები გამოვლინდა წყალტუბოსა და გარდაბანშიც. სოფელ გეგუთსა და სოფელ სართიჭალაში ფიზიკური პირები — ი. ზ. და თ. შ. საქმიანობას შესაბამისი აღიარებისა და ვეტერინარული კონტროლის გარეშე ეწეოდნენ, სადაც ასევე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. გამოვლენილი დარღვევების გამო, ყველა მეწარმე კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. 



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები