აპრილში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 72 ფაქტი გამოვლინდა
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის აპრილში ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 72 ფაქტი გამოვლინდა.

სააგენტოს ცნობით, სამართალდარღვევების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 76 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ განთავსდა.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი შემთხვევა ქვემო ქართლში დაფიქსირდა — 20 ფაქტი. იმერეთში გამოვლინდა 13, კახეთში — 15, გურიაში — 9,

სამცხე-ჯავახეთში — 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში — 4, შიდა ქართლში — 4, მცხეთა-მთიანეთში — 2, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში — 1 ფაქტი.

სააგენტოს ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 9 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვების 263 ფაქტია გამოვლენილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები