შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი — 1984
წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის
ერთ-ერთ სოფელში, ნაცნობს — 1946 წელს დაბადებულ შ.ე.-ს მის
საცხოვრებელ სახლში სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ფიზიკური ძალის
გამოყენებით თანხა მოსთხოვა. თუმცა მან დანაშაულებრივი განზრახვა ვერ
მოიყვანა სისრულეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.