თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კიბერდანაშაულის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი — 1993 წელს დაბადებული შ.გ. დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად მიმდინარე წლის მარტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ბინაში მოტყუებით შევიდა. მათ ცივი იარაღისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამოყენებით ბინაში მყოფ მოქალაქეებს თავისუფლება უკანონოდ

აღუკვეთეს, ასევე დაეუფლნენ მათ კუთვნილ თანხასა და ძვირადღირებულ ტექნიკას და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულში მონაწილე 7 პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს, ხოლო სხვა მონაწილეების დადგენისა და დაკავების მიზნით ღონისძიებები გაგრძელდა.

გამოძიების ფარგლებში, დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირი — შ.გ. პოლიციამ გორის მუნიციპალიტეტში ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 179-ე და 286-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები