შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების დროს ცივი
იარაღის გამოყენებით მოქალაქეს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი
შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით
საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.