შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი
თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულები თურქეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკების სამართალდამცავი
ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის
ინტერპოლის წითელი ცირკულარით
იძებნებოდნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
ძებნილი პირები სხვადასხვა დროს ოზურგეთსა და ბათუმში დააკავეს.
ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო
პროცედურები მიმდინარეობს.