სულხან თამაზაშვილმა საქართველოში თურქეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას ხაზი გაუსვეს. ასევე ყურადღება გამახვილდა გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების აუცილებლობაზე.

მხარეებს შორის საუბარი შეეხო საპოლიციო თანამშრომლობის მნიშვნელობასაც, რომელიც

წარმატებით ხორციელდება პოლიციის ატაშეების ჩართულობით, დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიმოცვლითა და სამუშაო ვიზიტების რეგულარული ორგანიზებით.

სულხან თამაზაშვილმა მუსტაფა თურქერ არის მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა ქართული მხარის მზადყოფნა, აქტიურად გაგრძელდეს მუშაობა თურქულ მხარესთან სამართალდაცვით სფეროში პარტნიორობის გასაძლიერებლად.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები