სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
ვანში, ინდივიდუალური მეწარმე
ლ. ჩ-ის ყველის საწარმოში შეუსაბამობები გამოავლინეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარებისა
და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა.
ამასთან, ობიექტში დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესი და
მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.
გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო
ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უწყება
არალეგალური
საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს და
ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე
არ აწარმოონ და საქმიანობა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი
მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.