შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის
ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4
პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულებმა
სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ტრაილერში
დამალვის გზით, ასევე ქვეითად უკანონოდ გადმოკვეთეს
საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში
შემოვიდნენ.
საიმიგრაციო
პროცედურების დასრულების შემდეგ სამი ბრალდებული
ქვეყნიდან გააძევეს, ხოლო მეოთხე პირის მიმართ გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.