მარნეულს სამამულო ომის ვეტერანი აღარ ჰყავს

9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდება.


მარნეულს სამამულო ომის არცერთი ვეტერანი აღარ ჰყავს. 2022 წელს მხოლოდ ორი ვეტერანი, 98 წლის ჰუსეინ ვალიევი და 96 წლის ზიატხან კირიაკოვი იყო ცოცხალი, თუმცა ორივე მათგანი გარდაიცვალა.

მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1939 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა,

300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

1941 წელს სსრკ-ის შემადგენლობაში შემავალი 15-ვე რესპუბლიკა (რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელარუსი, სომხეთი, ესტონეთი, საქართველო, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი) ჩაება გერმანულ-ფაშისტური დამპყრობლების წინააღმდეგ წარმოებულ ომში, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც „დიდი სამამულო ომი.


 


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები