შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად
მძიმე დაზიანებისათვის ძებნილი პირი გარდაბნის მუნიციპალიტეტში
დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 29 იანვარს,
ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის დროს, თანასოფლელს
არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით სხეულის დაზიანება
მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული
ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის ვინაობა მალევე
დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა.
პოლიციამ ძებნილი პირი გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავა. ამ
დროისთვის იგი მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.