განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე 11 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული

ნივთიერებები.

ამოღებულ ნივთიერებებს შორისაა: „მეთადონი“, „ალფა პვპ“, „მდმა“, „მეფედრონი“, „მეტამფეტამინი“, „პრეგაბალინი“, ერთ კილოგრამამდე „ამფეტამინი“ და 4 კილოგრამზე მეტი გამომშრალი „მარიხუანა“.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან პირებიც, რომელთა მხილების მიზნით სამართალდამცველებმა მათ სახელზე გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები