შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და
ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის
ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე
უკანონო მოხმარების ბრალდებით სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს, მათ
შორის ორი წარსულში ნასამართლევია.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე
სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ
გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალებები —
„ალფა-პვპ“, „მეთადონი“, „გამომშრალი მარიხუანა“ და ფსიქოტროპული
ნივთიერება „კეტამინი“.
პოლიციის ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ერთ-ერთი დაკავებულისგან
რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო
შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვები ფარულად აუდიო-ვიდეოდ ჩაიწერა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე
კვარტა, 261-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან
უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.