შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის
ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულის პირადი და დროებითი
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე მის მიერ მითითებული
ადგილებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული
საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად
ამოიღეს.
პოლიციის ინფორმაციით, ამოღებულია ასევე ნარკოტიკული საშუალების
დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე
კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.