მესტიაში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილი დამხმარე ნაგებობიდან და სპეციალური სამალავიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მჭიდები, ხელყუმბარა და სხვადასხვა მოდელის

ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 212 ვაზნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები