გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი
პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა დედაქალაქში
ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს.
თბილისის სხვადასხვა უბანში მოქალაქეები საბურავებს, ელექტრო
სადენებსა და სახიფათო ნარჩენებს ღია წესით წვავდნენ.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ოქმები.
უწყების ინფორმაციით, მუნიციპალური ნარჩენების ღია წესით წვისას
გამოიყოფა მომწამვლელი ნივთიერებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის
გარემოს და
ადამიანის ჯანმრთელობას.
სამართალდარღვევების შემცირებისა და ნარჩენების მართვის ეფექტიანი
კონტროლის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას
ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი
სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა.
ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ
შეტყობინებაზე.