ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები
პუნქტის „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა შინაგან
საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო
პროცედურებისა და ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული
მედიკამენტების შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების
როგორც პირადი, ასევე ბარგისა და მათ მართვაში არსებული ავტომობილების
დეტალური
დათვალიერების შედეგად გამოვლენილია განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, ასევე 145 კაფსულა, მათ
შორის სხეულზე მალულად განთავსებული 44 კაფსულა, და 50 გრამი ფხვნილის
სახით დაფასოებული სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული
ნივთიერება.
აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
აწარმოებს.