შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა დიდი ოდენობით
თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სარემონტო სამუშაოების
შესრულების სანაცვლოდ მოქალაქეების მიერ სხვადასხვა დროს გა
დახდილი
120 000 ლარი თაღლითურად მიითვისა და ნაკისრი ვალდებულება არ
შეასრულა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად
დამნაშავე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.